ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ აქციები გრძელდება

26 მარტი 2023, 10:31 636 ნახვა

ისრაელში სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია კვლავ მრავალრიცხოვანი იყო. დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეებმა  თელ-ავივში მოტოციკლებით ქუჩები გადაკეტეს. 

მრავალრიცხოვანი აქციები ისრაელში მას შემდეგ განახლდა, რაც  პრემიერმა სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ მთავრობა სასამართლო რეფორმას განახორციელებს.

რეფორმის მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობა განსაზღვრავს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს, ხოლო თავად სასამართლო დაკარგავს ხელისუფლების გადაწყვეტილების გაუქმების ბერკეტს.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში