უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება. ხერსონის მუდმივი დაბომბვის გამო, საქალაქო საბჭო მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს. ამასთან, მტერმა აღნიშნული მიმართულებით დაბომბა ჰუმანიტარული დახმარების პუნქტი, დაიჭრა 2 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, ოკუპანტი აგრძელებს თავდასხმას ლიმანი კუპიანსკისა და ბახმუტის მიმართულებით. ყველაზე სასტიკი ბრძოლების ეპიცენტრად სწორედ ბახმუტი რჩება.
ბრიტანეთის დაზვერვაში კი საუბრობენ, რომ ბახმუტზე რუსეთის შეტევა ამ დროისთვის შედარებით შეფერხებულია, რაც რუსეთის ძალების უკიდურეს გამოფიტვაზე მეტყველებს. გარდა ქალაქებზე იერიშებისა, მტერი მშვიდობიან მოქალაქეებსაც აზარალებს. მელიტოპოლის მერის განცხადებით, რუსები ზაპოროჟიეში მოსახლეობის ბინებსა და სახლებს მასობრივად ჩხრეკენ.
ივან ფედოროვის თქმით, ოკუპანტები უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევის შემთხვევაში, ევაკუაციისთვის ემზადებიან.
ქვეყნის პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ უკრაინა საკუთარი ხალხის შეურაცხყოფას, მტერს არ აპატიებს.