კანადა და აშშ უკრაინის დახმარებას აგრძელებენ

25 მარტი 2023, 10:25 550 ნახვა

აშშ-ის და კანადის ლიდერები უკრაინის დახმარების გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. ჯო ბაიდენისა და ჯასტინ ტრუდოს შეხვედრა კანადის დედაქალაქში შედგა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მოსკოვმა ვერ შეარყია ნატოს გადაწყვეტილება, ვერ შეძლო ნატოს განადგურება, რაშიც პუტინი დარწმუნებული იყო.

ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები და კანადა შეინარჩუნებენ ძლიერ ალიანსს იმისთვის, რომ დაიცვან ნატოს ტერიტორიის თითოეული სანტიმეტრი, რადგან თავდასხმა ერთზე - არის თავდასხმა ყველაზე.

კანადის პრემიერ-მინისტრის თქმით კი, კანადა კიევს მნიშვნელოვან სამხედრო დახმარებას გაუწევს, მათ შორის საარტილერიო, ტანკებითა და საბრძოლო მასალებით. ტრუდომ აღნიშნა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები მოქმედებს და კრემლის სამხედრო ბიუჯეტი იწურება.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი