საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკში შეკრებას აგრძელებს. რამაზ სვანაძის გუნდი 26 მარტს ამხანაგურ მატჩს ლატვიის ნაკრებთან გამართავს და ეს, ევროპის ჩემპიონატამდე ბოლო ტესტ-მატჩი იქნება. გუნდი სრული შემადგენლობით შეიკრიბა, მათ კაპიტანი გიორგი გულიაშვილიც შეუერთდა. მან და გიორგი მოისწრაფიშვილმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრეს. მატჩი თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.