მოლდოვაში სახელმწიფო ენად რუმინული ენა გამოცხადდა

23 მარტი 2023, 10:10 536 ნახვა

მოლდოვის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის მიხედვით სახელმწიფო ენას მოლდავურის ნაცვლად რუმინული უწოდეს.

როგორც სანდუმ ფეისბუკში დაწერა, რუმინულ ენაზე მსოფლიოში 27 მლნ. ადამიანი საუბრობს და ის ევროკავშირის ოფიციალური ენაა.

რამდენიმე დღის წინ ეს გადაწყვეტილება რუმინეთის პარლამენტმა დაამტკიცა. კამათი იმაზე, არის თუ არა მოლდავური ენა რუმინული, თუ ცალკე ენაა, მოლდოვაში დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა. საკონსტიტუციო სასამართლომ ჯერ კიდევ 2013 წელს დაამტკიცა, რომ ქვეყნის სახელმწიფო ენა არის რუმინული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში