ბათუმის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ უნებართვოდ განთავსებული 1 იახტა, ჯიხური, 20 დახლი და კონსტრუქციები იახტკლუბისა და გოგებაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიიდან გაიტანა.
გარდა ამისა, კომერციული მიზნით დაპარკინგებული 2 ავტომობილი სპეცტექნიკით გაიყვანეს. ამჯერად ჯარიმები არ დაწერილა.
კანონდარღვევის შემთხვევაში ფიზიკური პირზე ჯარიმა 500 ლარია, იურიდიულზე კი - 1500.