საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის თურქეთში ემზადება

21 მარტი 2023, 19:43 422 ნახვა

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრები თურქეთის ქალაქ ბელეკში, სადაც ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, უკვე შეიკრიბა. რამაზ სვანაძის გუნდი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება, რომელიც ზაფხულში საქართველოსა და რუმინეთში ჩატარდება. თავდაპირველად ბულგარეთთან ტესტ-მატჩიც იყო დაგეგმილი, მაგრამ ეს შეხვედრა გაუქმდა. სვანაძის გუნდმა თურქეთში პირველი ვარჯიში ჩაატარა. გუნდი სრული შემადგენლობით დღეს შეიკრიბა. საქართველოსა და ლატვიის ახალგაზრდული ნაკრებების მატჩი 26 მარტს გაიმართება. შეხვედრა თურქეთის ქალაქ ბელეკის საფეხბურთო კომპლექსში თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში