ჩემპიონი მოფარიკავეები ბათუმში დაბრუნდნენ

20 მარტი 2023, 19:52 589 ნახვა

ზაგრებში გამართულ ტურნირზე „რაპირ ქაფზე“ წარმატებით იასპარეზეს ბათუმის სპორტის სასახლის მოფარიკავეებმა, რომლებმაც 14 წლამდელთა შორის რაპირაში კვიპროსელ მოფარიკავეებთან შერეულ, ერთობლივ გუნდში ტურნირის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. ბათუმელთაგან ერთიანი გუნდის ღირსებას ანანო ჯინჭარაძე და ელენე თურმანიძე იცავდნენ. ანანომ და ელენემ რაპირაში 17-წლამდელთა შორისაც იასპარეზეს და იქაც ოქროს მედლები მოიპოვეს. მწვრთნელის გადაწყვეტილებით ორივე სპორტსმენი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს 23-წლამდელთა ჩემპიონატში.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი