უკრაინელი ხალხი ჰააგის გადაწყვეტილებას მიესალმება

18 მარტი 2023, 14:20 624 ნახვა

უკრაინის მოქალაქეები ჰააგას სასამართლოს გადაწყვეტილებას მიესალმებიან, რომელიც პუტინს უკრაინიდან ბავშვების უკანონო დეპორტაციაში ადანაშაულებს.  აცხადებენ რომ ეს წინ გადადგმული ნაბიჯია, მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში მისი გამოყენება ბევრად რთული იქნება.

ამბობენ, რომ ნაკლებად სავარაუდოა პუტინი უახლეს დროში სასამართლოში აღმოჩნდეს, თუმცა ორდერი უკვე ნიშნავს იმას, რომ ის შეიძლება დააპატიმრონ თუ ის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ქვეყანაში გაეგზავრება.

უკრაინელები აცხადებენ,  რომ რუსეთმა უკრაინელ ხალხს და არა მარტო მათ, ბევრი ტკივილი მიაყენა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი