საპროტესტო აქცია გელაურში

17 მარტი 2023, 14:30 753 ნახვა

საპროტესტო აქცია ქობულეთში. გელაურში, წერეთლის ქუჩის მოსახლეობა მდინარე კინტრიშში ინერტული მასალის ამოღებას აპროტესეტებს და სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.

ირწმუნებიან, რომ კომპანია სამუშოებს დარღვევებით აწარმოებს, რის გამოც მათივე ინფორმაციით, მდინარის სანაპიროზე საფრთხის შემცველი პროცესებია დაწყებული. უკვე დაზიანებულია დამბა. პროტესტის მიუხედავად კომპანია არ წყვეტს სამუშაოებს და ამ წუთებშიც  მდინარიდან ქვა-ღორღის გააქვს.

მოსახლეობა სიტყვიერად დაუპირისპირდა კონტრაქტორი კომპანიის ხელმძღვანელობას და მოსთხოვეს სამუშაოების შეჩერება.  რეაგირებისთვის  მიმართავენ  ქობულეთის მერიასაც.   

ადგილზე შპს "გზების" ქვეკონტრაქტორი კომპანია,   "სონის" დირექტორი იმყოფება, რომელიც აცხადებს,  რომ სამუშაოებს კანონის და პროექტის დაცვით ახორციელებს.  მისი თქმით, ინერტული მასალა ისევ მდინარე აჭყვას   კალაპოტის გამაგრებას ხმარდება.   

ადგილზე მივიდნენ ქობულეთის მერი და საკრბულოს წევრები, რომლებიც მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ სამუშაოებთან დკავშირებულ დეტალებს, მათ შორის უსაფრთოების წესებთან მიმართებაში შეისწავლიან.

გელაურში მივიდნენ  გარემოს ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებიც, რომლებიც მოსახლეობამ ტერიტორიაზე  არ შეუშვეს და მოსთხოვეს კომპანიის  დაჯარიმება.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი