კონკურსი ქობულეთის მერიაში

13 მარტი 2023, 14:01 660 ნახვა

ქობულეთის მერიამ 12 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. მუნიციპალიტეტი პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელებს და მე-3 რანგის უფროს სპეციალისტებს არქიტექტურის და სივრცითი მოწყობის, ქონების მართვის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის და სოციალური დაცვის და აუდიტის სამსახურებში არჩევს. 

განაცხადების მიღება  24 მარტს დასრულდება. საკონკურსო კომისია კონკურსში გამარჯვებულების საოქმო გადაწყვეტილებას ქობულეთის მერს წარუდგენს, რომელიც მათ თანამდებობებზე დანიშნავს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი