რუსეთში ქალებმა აქცია გამართეს, სადაც პუტინის მობილიზაცია გააპროტესტეს და მას ომში წაყვანილი ახალგაზრდების უკან გამოხმობისკენ მოუწოდეს.
პროტესტის მონაწილე ქალების თქმით, მობილიზებულებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ და 5 რუსი ჯარისკაცი იძულებულია მტრის მხარეს მებრძოლ 100 კარგად შეიარაღებულ ჯარისკაცს დაუპირისპირდეს.
ასევე გაავრცელეს ვიდეო მიმართვა და მთავრობა ადამიანის უფლებების დარღვევაში დაადანაშაულეს.