საპროტესტო აქციები საფრანგეთში

12 მარტი 2023, 10:32 460 ნახვა

საფრანგეთში საპროტესტო აქციების ტალღა გრძელდება. აქციაზე შეკრებილები საპენსიო რეფორმას ეწინააღმდეგებიან, რომელიც ითვალისწინებს საპენსიო ასაკის 62-დან 64 წლამდე გაზრდას. ინიციატივა პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს ეკუთვნის.

400 ათასამდე ადამიანმა მსვლელობები სხვადასხვა ქალაქში გამართა, მოქალაქეები ქუჩაში იანვრის შემდეგ უკვე შვიდჯერ გამოვიდნენ.

შინაგან საქმეთა მინისტრი ვარაუდობს, რომ მომიტინგეთა რიცხვი მილიონამდე გაიზრდება, პარალელურად რეფორმა სენატში განიხილება და დებატები მიმდინარეობს.

განხილვა კვირის ბოლომდე უნდა დასრულდეს, დამტკიცების შემთხვევაში კი ის საფრანგეთის საკანონმდებლო ორგანოს ქვედა პალატას უნდა გადაეცეს.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში