საპროტესტო აქციები იმართება ისრაელშიც, სადაც მოქალაქეები სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ გამოვიდნენ. „ჩვენ გვსურს დემოკრატიის დაბრუნება, აცხადებენ მომიტინგეები“. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ მისი მიზანია ხელისუფლების შტოების დაბალანსება.
პრემიერის ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებს მოსამართლეების შერჩევის პროცესში ხელისუფლების უფლებამოსილების გაზრდას და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უფლებამოსილების შემცირებას.
ცვლილებების წინააღმდეგ აქციები ქვეყანაში მე-10 კვირაა იმართება.