უკრაინაში ომის 381-ე დღეა. ოკუპანტებმა დაბომბეს ხერსონი, რის შედეგადაც დაიღუპა 3 მშვიდობიანი მოსახლეობა. დაზიანდა საცხოვრებელი სახლები და დაიწვა 1 ავტომობილი.
ხერსონის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ჭურვი ავტომობილს მოხვდა, დაშავებულია 2 ადამიანი.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მტერმა გასული დღე ღამის განმავლობაში დონეცკის ოლქის მიმართულებით 29 საჰაერო და 4 სარაკეტო დარტყმა განახორციელა.
გენშტაბის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში უკრაინის დამცველებმა კიდევ 1 010 რუსი სამხედრო გაანადგურეს.