აგრესორმა უკრაინაზე მასშტაბური შეტევები განაახლა

09 მარტი 2023, 20:28 498 ნახვა

რუსული ძალების მიერ კიევის წინააღმდეგ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად მინიმუმ 3 ადამიანი დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია კიევის საქალაქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დაზიანებულია რამდენიმე ავტომობილი და შენობა. კერძოდ, აფეთქების შედეგად მთლიანად განადგურდა ხუთი ავტომობილი, 15 კი დაზიანდა. ამასთან, დაზიანებულია მიმდებარედ მდებარე სახლების ფასადები. ომი უკრაინაში- ვნახოთ რეპორტაჟი

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში