პუტინის ომის 375 დღე

05 მარტი 2023, 20:05 633 ნახვა

პუტინმა მილიონობით უკრაინელი ლტოლვილად აქცია, ქვეყნის ვიცე პრემიერის თქმით, ამ დროისთვის 7 მილიონი უკრაინელი იძულებით გადაადგილებული პირია.

რაც შეეხება ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას, ახლა კრიტიკულად მძიმე სიტუაციაა ქალაქ ბახმუტის მისადგომებთან, რომლის ალყაში მოქცევასაც მტერი რამდენიმე თვეა უშედეგოდ ცდილობს.

ომის შემსწავლელი ინსტიტუტის განცხადებით, უახლოეს მომავალში რუსები ქალაქის ალყაში მოქცევას ვერ შეძლებენ.

ანალიტიკოსების შეფასებით, ბოლო თვეებში რუსეთის წინსვლა ბახმუტში ნელი და ეტაპობრივი იყო და ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსული ძალები მალე შეძლებენ ბახმუტის ალყაში მოქცევას, მით უმეტეს, ქალაქის აღებას ფრონტალური იერიშით.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში