საერთაშორისო საგამოძიებო ცენტრი ჰააგაში

05 მარტი 2023, 14:11 601 ნახვა

უკრაინის გენერალური პროკურორის განცხადებით, ზაფხულიდან ჰააგაში საერთაშორისო ცენტრი შეიქმნება, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი დანაშაულების გამო სამართლებრივ დევნას უზრუნველყოფს.

ანდრეი კოსტინის თქმით, ცენტრის მიზანია ფაქტების გამოძიება და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემა. გენპროკურორი აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროკავშირსა და შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტთან დროული გამოძიებისთვის აქტიურად თანამშრომლობს.

ამასთან, გუშინ ლვოვში გამართულ კონფერენციაზე, უკრაინის პირველმა ლედიმ, აგრესორების მიერ ჩადენილ სექსუალური ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი