ისრაელში სადავო სასამართლო რეფორმის წინააღმდეგ მასშტაბური აქციები რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. ადგილობრივი მედიის ცნობით, აქციაზე 200 ათასზე მეტი მოქალაქე შეიკრიბა და მთავარი გზატკეცილი გადაკეტეს.
სამართალდამცავების განცხადებით, მომიტინგეებმა ბარიკადები დაარღვიეს, დაკავებულია 4 ადამიანი. ცნობისთვის, პოლიციამ გასული აქციების დროს რამდენჯერმე გამოიყენა ცრემლსადენი გაზი.
სასამართლო რეფორმა კი თავის მხრივ კრიტიკის საგანია და ექსპერტების აზრით ის საფრთხეს უქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.