საბერძნეთში სამძებრო სამუშაოები შეწყდა

04 მარტი 2023, 10:20 611 ნახვა

საბერძნეთში სარკინიგზო ავარიის ადგილზე რამდენიმე  დღიანი სამძებრო სამუშაოები შეწყდა. დაღუპულთა რაოდენობა 57-მდე გაიზარდა. მაშველების ცნობით, დაკარგულთა ზუსტი რაოდენობა ამ დრომდე უცნობია.

პარალელურად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები რამდენიმე ქალაქში. გაიფიცნენ რკინიგზის თანამშრომლები, რომლებიც მოძველებულ მართვის სისტემასა და უსაფრთხოების არ არსებობას აპროტესტებენ.

სამგზავრო მატარებელი, რომელშიც 350-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა, სატვირთო მატარებელს სამშაბათს შეეჯახა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი