პუტინის ომის 372 დღე

02 მარტი 2023, 19:25 579 ნახვა

კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა უკრაინაში. ამის შესახებ ფეისბუკით ცნობა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ოფიცერმა ვანო ნადირაძემ გაავრცელა. გიორგი ნარმანია  ბახმუტთან ბრძოლებს ემსხვერპლა. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია. რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან დღემდე უკრაინის დამცველთა რიგებში 37 ქართველი მებრძოლია დაღუპული. ომი გრძელდება- უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება და აცხადებს, რომ ოკუპანტები პასუხს აგებენ იმ ტერორისტულ ქმედებებზე, რასაც უკრაინაში სჩადიან.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი