ათენში მომიტინგეების პოლიციასთან დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მატარებლის ოპერატორი კომპანიის ჰელენიკ ტრეინის ოფისებთან საპროტესტო აქცია გაიმართა. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.
საბერძნეთის სამგზავრო მატარებელი სატვირთო მატარებელს სამშაბათს, რის შედეგადაც ვაგონები ლიანდაგიდან გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა. დაღუპულთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. სარკინიგზო ავარიის მსხვერპლთა დიდი ნაწილი სტუდენტია.
ხელისუფლება მსხვერპლთა რიცხვის გაზრდას ვარაუდობს. პოლიციის განცხადებით, ადგილობრივი სადგურის თანამშრომელი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სიგნალიზაციაზე, დააკავეს და ბრალი წაუყენეს გაუფრთხილებლობით მასობრივი სიკვდილისა და სხეულის მძიმე დაზიანების მიყენებაში.
დაკავებული ავარიაზე საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს და მას ტექნიკურ გაუმართაობას მიაწერს. ტრანსპორტის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. სამგზავრო მატარებელში 342 მგზავრი და ეკიპაჟის 10 წევრი იმყოფებოდა.