საბერძნეთში მატარებლების შეჯახების შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა და 85 დაშავდა

01 მარტი 2023, 10:20 805 ნახვა

საბერძნეთში სარკინიგზო კატასტროფის შედეგად 29 ადამიანი დაიღუპა, 85 კი დაშავდა. საბერძნეთის ქალაქ ლარისასთან ერთმანეთს სამგზავრო და სატვირთო მატარებლები შეეჯახნენ. სამგზავრო მატარებელი ათენიდან თესალონიკში მიემგზავრებოდა, სატვირთო მატარებელი კი თესალონიკიდან ლარისში.

არსებული ინფორმაციით, სამგზავრო მატარებელს 350 მგზავრი გადაჰყავდა.

თესალიის რეგიონის გუბერნატორის, კონსტანტინოს აგორასტოსის განცხადებით, მაშველებმა 250 მგზავრი გადაარჩინეს.

შემთხვევის ადგილას სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს. კატასტროფის მიზეზების დასადგენად დაწყებულია გამოძიება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი