თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

27 თებერვალი 2023, 15:40 595 ნახვა

დღეს, თურქეთში 5.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, ეპიცენტრი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე ქალაქ მალათიაში იყო. მიწისქვეშა ბიძგები ახლო მდებარე ქალაქებში გაზიანთეფსა და ადიამანშიც იგრძნობოდა. 

თურქული მედიის ინფორმაციით, დაშავდა 69 ადამიანი და დაიღუპა სულ მცირე 1 პირი. მათივე განმარტებით, დაინგრა წინა მიწისძვრების დროს დაზიანებული შენობები. 

შეგახსენებთ, რომ თურქეთსა და სირიაში 7.8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 6 თებერვალს, დილით მოხდა და რამდენიმე საათში მას კიდევ ერთი ძლიერი, 7.5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოჰყვა, რის შედეგადაც თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრების მსხვერპლთა რიცხვი 44 374-მდე გაიზარდა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი