„შავი ლომი“ სამხრეთ ამერიკული ტურნესთვის ემზადება

23 თებერვალი 2023, 10:11 425 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ პირველი პროფესიული ქართული ფრენჩაიზი ''შავი ლომი'' შეიკრიბება და სამხრეთამერიკული ტურნესთვის მოემზადება.

''შავი ლომი'' აპრილსა და მაისის დასაწყისში ამერიკის სუპერლიგის მონაწილეებთან კონკურსის გარეშე ხუთ შეხვედრას გამართავს, ქართული ფრენჩაიზი ტურნირში არ ჩაერთვება და თასის მოსაპოვებლად არ იბრძოლებს.

თვენახევრის განმავლობაში შავი ლომი ურუგვაიში, მონტევიდეოში შეიკრიბება და ხუთიდან ოთხ თამაშს ''შარუაზე'' გამართავს, იქნება ერთობლივი ვარჯიშები ადგილობრივ ფრენჩაიზთან, რომლის შემადგენლობის 90% ურუგვაის ნაკრებს წარმოადგენს.

ირაკლი დარცმელიძე
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი