გაერო-ს გენერალური ასამბლეა კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს

22 თებერვალი 2023, 10:13 385 ნახვა

გაერო-ს გენერალური ასამბლეა რუსეთის უკრაინაში შეჭრის წლისთავამდე ორი დღით ადრე კენჭს უყრის რეზოლუციის პროექტს, რომელიც "სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობისკენ“ მოწოდებას შეიცავს.

ტექსტი ხაზს უსვამს აუცილებლობას, რაც შეიძლება მალე მიაღწიონ   ყოვლისმომცველ, სამართლიან და გრძელვადიან მშვიდობას უკრაინაში, გაერო-ს ქარტიის პრინციპების შესაბამისად.

წინა რეზოლუციების მსგავსად, ის კიდევ ერთხელ ადასტურებს უკრაინის „სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის, ერთიანობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი გაერო-ს ერთგულებას“ და მოწოდებით გამოდის საომარი მოქმედებები დაუყოვნებლივ შეწყდეს.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი