პოლიტიკური გაერთიანება "ხალხის ძალის" ახალი კანონპროექტი მესამე სექტორისთვის მიუღებელია და რუსულ კანონს უწოდებენ, რომელიც ხელს შეუშლის ქვეყნის ევროპულ მომავალს. ინიციატივას მხარს არც საპარლამენტო ოპოზიცია უჭერს. კრიტიკა მიუღებელია კანონპროექტის ავტორებისთვის და დღეს კიდევ ერთი ალტერნატივა შესთავაზეს საზოგადოებას. სადაც ისინი მზად არიან ზუსტად გადათარგმნონ ამერიკული მოქმედი კანონპროექტის ვერსია და ისე დააინიცირონ საკანონმდებლო ორგანოში.