ავსტრალიის ქვინსლენდის შტატის სამხრეთით ფრეიზერის კუნძულის სანაპიროსთან საგანგებო სიტუაციების ვერტმფრენის ეკიპაჟმა ოკეანეში ორი ძმა მას შემდეგ გადაარჩინა, რაც ძლიერმა ტალღებმა ნავი გადაბრუნა და წყალში 4 საათი გაატარეს.
კადრებზე ჩანს თუ როგორ ამოჰყავს მაშველს ჯერ ერთი ძმა და შემდეგ მეორე. 20 წელს გადაცილებული ძმები ოკეანეში სათევზაოდ შევიდნენ.