ზელენსკიმ სამხედრო სარდლობის ანგარიში მოისმინა

20 თებერვალი 2023, 10:43 496 ნახვა

უკრაინის შეიარაღებული  ძალები უკიდურესად ხელშესდახებ ზარალს აყენებენ რუსულ ძალებს ქალაქ ვუჰლედართან აღმოსავლეთ დონბასის რეგიონში - აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.  

ზელენსკიმ აღნიშნა დონბასის რამდენიმე ქალაქი, სადაც ბრძოლები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა და თქვა, რომ რაც უფრო მეტ დანაკარგს განიცდის რუსეთი იქ, დონბასში - ბახმუტში, ვუჰლედარში, მარინკაში, კრემინაში - მით უფრო სწრაფად შეძლებს უკრაინა  ამ ომის დასრულებას მისი გამარჯვებით.

ზელენსკიმ წარმოადგინა თავდაცვასთან დაკავშირებით მდგომარეობა სხვა სექტორებში მას შემდეგ, რაც მან  სამხედრო სარდლობასთან  გაფართოებული სხდომა ჩაატარა. მისი თქმით, შავი ზღვის პორტის, ოდესის მახლობლად სიტუაცია კონტროლქვეშაა და ჯარები იცავენ  ზაპორიჟიეს ცენტრალურ რეგიონს, რომელიც ნაწილობრივ  რუსული ძალების მიერ არის ოკუპირებული.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი