ვითარება ქობულეთში

17 თებერვალი 2023, 17:32 588 ნახვა

მესამე დღეა ქობულეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექია, სადაც მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 1- მეტრია, დაბალი ზონის სოფლებში კი 30-40 სანტიმეტრს მიაღწია. 

ამ დროისთვის 8-ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული სოფლის შიდა საუბნო გზების გაწმენდის პროცესში.  გადაადგილების პრობლემა  არცერთ ცენტრალურ გზაზე არ შეინიშნება.

დილიდან ელექტროენერგია არ მიეწოდება სოფელ ცხემვანაში რამდენიმე აბონენტს, სადაც ''ენერგო პრო-ჯორჯიას'' ტექნიკურმა ჯგუფებმა უამინდობის გამო სამუშაოები ხვალამდე შეაჩერეს.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. რაც შეეხება ბაღებს 5-საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი უამინდობის გამო  არ ჩატარებულა.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში