ომის 359-ე დღე

17 თებერვალი 2023, 12:15 451 ნახვა

თითქმის 1 წელია უკრაინაში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს. გვიან ღამით ოკუპანტებმა ბახმუტის საცხოვრებელი ზონა დაბომბეს, გარდაიცვალა 5 და დაშავდა 9 ადამიანი. ქვეყნის ვიცე-პრემიერი კი ბახმუტის ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს შედარებით უსაფრთხო ადგილებში ევაკუაციისკენ მოუწოდებს.  გარდა ამისა, გასული დღე- ღამის განმავლობაში დაიბომბა სუმის ოლქის 7 დასახლება, დაზიანდა ინფრასტრუქტურული ობიექტები.  ამასთან, რუსეთსა და უკრაინას შორის ტყვეთა მორიგი გაცვლა შედგა, გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინაში 100 სამხედრო და 1 სამოქალაქო პირი დაბრუნდა, მათ შორის არიან მებრძოლები „აზოვსტალიდან“. სანაცვლოდ უკრაინამ რუსეთს 101 რუსი სამხედრო გადასცა.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი