ვითარება ქობულეთის სოფლებში

16 თებერვალი 2023, 17:04 682 ნახვა

უხვი ნალექი მოვიდა ქობულეთშიც. მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 40-50  სანტიმეტრს აღწევს. მოძრაობა აღდგენილია სოფელ ზენითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც უხვი ნალექის გამო გადაადგილება შეზღუდული იყო. ამ დროისთვის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებთან დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეუფერხებლად ხორციელდება, სადაც გაწმენდით სამუშაოებში 7 ერთეული მძიმე ტექნიკაა ჩართული.

რაც შეეხება შიდა სასოფლო  გზებს, გაწმენდის პროცესი ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი