ერდოღანმა მომხდარი მიწისძვრა ასობით ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა

15 თებერვალი 2023, 11:44 486 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა გასულ კვირას თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრები  მძლავრი ატომური ბომბის აფეთქებას შეადარა.

დედაქალაქ ანკარაში სიტყვით გამოსვლისას ერდოღანმა განაცხადა, რომ სამხრეთ თურქეთში ასობით ათასი შენობა საცხოვრებლად უვარგისია და დასძინა, რომ „ნებისმიერ ქვეყანას შეექმნება ანალოგიური  პრობლემები, რომლის წინაშეც ასეთი კატასტროფის დროს ისინი აღმოჩნდნენ“.  მისი თქმით, ქვეყანაში საჭიროა მკაცრი სამშენებლო რეგულაციების დაწესება განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გასულ კვირას სამხრეთ თურქეთში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით ათასი  ადამიანი დაიღუპა. 

ერდოღანმა სატელევიზიო გამოსვლაში თქვა, რომ „დანგრეულმა შენობებმა შეახსენა მთავრობას მშენებლობის მკაცრი წესების აუცილებლობაზე“ და დასძინა, რომ მისი მთავრობა გააგრძელებს მუშაობას მანამ, სანამ მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ რაიონებში ნანგრევებიდან ბოლო ადამიანს არ ამოიყვანენ.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი