კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში - ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.
"მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ყველა მეგობარ და მოძმე ქვეყანას, რომლებიც დღედაღამ აგროვებენ დახმარებას ჩვენი ქვეყნისთვის, გვეხმარებიან სამძებრო სამუშაოებში და არ გვივიწყებენ ლოცვის დროს“, – განაცხადა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.
მისივე თქმით, დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ მაშველებმა ნანგრევებიდან 8 000 ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს. ასევე აღნიშნა, რომ დაშავებულია 81 000-ზე მეტი ადამიანი, დაშავებულების დიდი ნაწილი კი საავადმყოფოებიდან უკვე გაწერეს.