ხვიჩა კვარაცხელიამ „კრემონეზეს“ გაუტანა

13 თებერვალი 2023, 21:49 528 ნახვა

სერია A-ს 22-ე ტურში ნაპოლიმ კრემონეზე 3:0 დაამარცხა, ხვიჩა კვარაცხელიამ კი საკუთარ დაბადების დღეზე გოლი გაიტანა. ხვიჩას გარდა გოლები ასევე 65-ე წუთზე ვიქტორ ოსიმენმა, ხოლო 79-ე წუთზე ელიფ ელმასმა გაიტანეს. კვარაცხელიას სერია A-ს მიმდინარე სეზონში 18 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი, 9 საგოლე გადაცემა აქვს  და 2-ჯერ პენალტიც მოიპოვა. ნაპოლის 22 ტურში 59 ქულა აქვს და ინტერს 16 ქულით უსწრებს, თუმცა მილანურ გრანდს ამ ტურის მატჩი ჯერ არ ჩაუტარებია. ლუჩანო სპალეტის გუნდი მომდევნო შეხვედრას 17 თებერვალს  სტუმრად სასუოლოსთან გამართავს.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი