დამანგრეველი მიწისძვრა და ათასობით მსხვერპლი

08 თებერვალი 2023, 19:54 493 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა  აღიარა გარკვეული პრობლემები მიწისძვრაზე ხელისუფლების მხრიდან  თავდაპირველ რეაგირებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიის რეგიონში ახლა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პრეზიდენტის განცხადებით,  თურქეთში  დაღუპულთა რიცხვი 8574-მდე გაიზარდა.ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია მიწისძვრით  განადგურებულ რეგიონში. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და მეზობელ სირიაში  სტიქიამ 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. სტიქია თურქეთში, ვნახოთ რეპორტაჟი.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი