თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 11 ათასს უახლოვდება

08 თებერვალი 2023, 17:55 578 ნახვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ თაიფ ერდოღანმა აღიარა გარკვეული პრობლემები მიწისძვრაზე ხელისუფლების მხრიდან  თავდაპირველ რეაგირებასთან დაკავშირებით, თუმცა აღნიშნა, რომ სტიქიის რეგიონში ახლა სამძებრო-სამაშველო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პრეზიდენტის განცხადებით,  თურქეთში  დაღუპულთა რიცხვი 8 ათას 574-მდე გაიზარდა.ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია მიწისძვრით  განადგურებულ რეგიონში. ბოლო მონაცემებით, თურქეთსა და მეზობელ სირიაში სტიქიამ 11 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. მიწისძვრის  ეპიცენტრთან ახლოს კაჰრამანმარასის პროვინციაში ჟურნალისტებთან საუბრისას  ერდოღანმა განაცხადა, რომ მიწისძვრის შემდეგ პრობლემები  შეიქმნა სახმელეთო და საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებით, მაგრამ  სიტუაცია ამ კუთხით  დღითიდღე უმჯობესდება. თურქეთის მთავრობა 10 პროვინციაში უსახლკაროდ დარჩენილთათვის საცხოვრებელი სახლების აშენებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავს. 

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი