ნანა ძაგნიძე ფიდე-ს ქალთა გრან პრის ლიდერებშია

07 თებერვალი 2023, 10:19 477 ნახვა

ქართული ჭადრაკის ლიდერი ნანა ძაგნიძე წარმატებით თამაშობს ფიდეს ქალთა გრან პრიზე, რომელსაც გერმანიის ქალაქი მიუნხენი მასპინძლობს.ტურნირზე, სადაც მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკეები არიან შეკრებილნი,  უკვე 5 ტური მიილია, ძაგნიძეს კი ჯერ პარტია არ წაუგია.  მის ანგარიშზე 1 მოგება და 4 ყაიმია.

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა, ნანა ძაგნიძემ მეხუთე ტურში თეთრი ფერის ფიგურებით ინდოელი ამფი კონერუს წინააღმდეგ ითამაშა და ყაიმი გააფორმა. 5 ტურის შემდეგ ქართველი მოჭადრაკის ანგარიშზე 3.5 ქულაა.

ძაგნიძე მომდევნო პარტიას 8 თებერვალს გამართავს, მისი მეტოქე კი ჩინელი ჟუ ჯინერი იქნება. ქართველი მოჭადრაკე შავი ფიგურებით ითამაშებს. ქალთა გრან-პრის გათამაშებაში სულ 17 მოჭადრაკე მონაწილეობს. თითოეული ეტაპის საპრიზო ფონდი 80 000 ევროა, საიდანაც გამარჯვებულის წილად 15 000 მოდის.

გრან-პრის სერიის ფარგლებში 4 ეტაპი გაიმართება, თითოეული მონაწილისთვის კი 3 ტურნირზე თამაშია სავალდებულო.

ზაალ ჩიხლაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში