გიორგი მიქაუტაძე აგრძელებს შესანიშნავ თამაშს, ქართველი ფეხბურთელის „მეცი“ ამიენს დაუპირისპირდა და 2:0 მოიგო. მას ორივე გოლში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, მის ანგარიშზე 1 გოლი და 1 საგოლე პასია. 54-ე წუთზე გოლის გატანა მოახერხა, ხოლო 78-ე წუთზე კუთხური მოაწოდა და არტურ ატამ სხვაობა გაზარდა.
ბოლო 5 თამაშში გიორგი მიქაუტაძეს 4 გოლი აქვს, ხოლო ბომბარდირთა დავაში 11 გოლით და 5 გადაცემით პირველ ადგილზეა და მას ჯოშ მაჯა ჩამორჩება, რომელსაც ასევე 11 გოლი და 3 საგოლე გადაცემა აქვს. მეცი 22 მატჩიდან 36 ქულით მე-4 პოზიციაზეა, ლიგა 1-ში ორი გუნდი გადადის - ლე ავრი გამოკვეთილი ლიდერია 47 ქულით, სოშოს და ზურიკო დავითაშვილის ბორდოს 39-39 ქულა აქვთ.
13 თებერვალს მეცი კაენს უმასპინძლებს, 11-ში ბორდო ნიორს ესტუმრება, სოშო კი ლე ავრს მასპინძლობს.