თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი

06 თებერვალი 2023, 21:48 718 ნახვა

თურქეთის სამხრეთ ნაწილში  მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 1 650-ს გადააჭარბა, დაშავებულია 11 100-ზე მეტი ადამიანი. სტიქიის შედეგად გარდაცვლილებისა და დაშავებულების შესახებ განახლებულ მონაცემებს თურქეთის ჯანდაცვის მინისტრი ფაჰრეთინ კოჩა ავრცელებს.

6 თებერვალს, გამთენიისას 7,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ქაჰრამანმარაშთან დაფიქსირდა. ბიძგები იყო თურქეთის ათამდე პროვინციაში. მოგვიანებით, ადგილობრივი დროით 13:24 წუთზე დაფიქსირდა 7,6 მაგნიტუდის მიწისძვრა.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტის, ფუათ ოქტაის განცხადებით, ქვეყანაში დაფიქსირდა 145 განმეორებითი ბიძგი.სტიქიამ დაანგრია 3 740-ზე მეტი შენობა.

მიწისძვრა დამანგრეველი აღმოჩნდა თურქეთის მეზობელი სირიისთვისაც, სადაც 800-ზე მეტი ადამიანია გარდაცვლილი, დაშავებულია ასობით ადამიანი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი