თურქეთში მიწისძვრამ სულ მცირე 912 ადამიანი იმსხვერპლა

06 თებერვალი 2023, 17:40 630 ნახვა

თურქეთსა და სირიაში ორი მიწისძვრის შედეგად, სავარაუდოდ, 1700 ადამიანი დაიღუპა. თურქეთში  დილით მომხდარი მიწისძვრის შედეგად 1014 ადამიანის დაღუპვის ფაქტია დადასტურებული. სირიაში დაღუპულთა რიცხვი ახლა 783-ს შეადგენს, იტყობინება სააგენტო ფრანს პრესი.  საერთო ჯამში სტიქიამ სულ მცირე  ათას 797-მდე ადამიანი იმსხვერპლა.  ათასობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი. მათ გადასარჩენად მაშველები ნანგრევებს ასუფთავებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩელსისა და ნიუკასლის ყოფილი ვარსკვლავი კრისტიან ატსუ  ნანგრევებშია მოყოლილი. განას ნაკრების ფეხბურთელი ატსუ თამაშობს ჰატაისპორში.  თურქული მედიის თანახმად, ორი ფეხბურთელი ნანგრევებიდან ამოიყვანეს, დანარჩენებს ეძებენ. ვრცელდება  ინფორმაცია მეორე მიწისძვრის შესახებ, რომელიც თურქეთის პროვინცია კაჰრამანმარასში მოხდა, რამდენიმე საათის შემდეგ  ქალაქ გაზიანთეპთან მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ.  მეორე მიწისძვრის დროს სატელევიზიო ჯგუფი   მალათიაში  სამაშველო სამუშაობის მიმდინარეობის გაშუქებისას პირდაპირ ეთერში მოხდა.  აჰაბერ-ანიუსის  რეპორტიორი იუკსელ აკალანი ცოცხალ ეთერში იყო,  როდესაც ძლიერი  დარტყმის ტალღა იგრძნო,  ადამიანები ქუჩაში გამორბოდნენ,  რეპორტიორი ორი შვილის დედას ბავშვების გამოყვანაში დაეხმარა.  დანგრეულია 2 ათას  824 შენობა-განაცხადა კატასტროფებისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა იუნუს სეზერმა. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.  უახლოეს დღეებში შესაძლოა ამინდის გაუარესების გამო სამძებრო ოპერაცია შეფერხდეს. პირველი მიწისძვრის ეპიცენტრის გარშემო  ძლიერი წვიმაა მოსალოდნელი, ხოლო ტემპერატურა დღის განმავლობაში მხოლოდ 3-4 გრადუსი იქნება, ღამით კი გყინვა. მოსალოდნელია 3-5 სმ-მდე თოვლიც, ხოლო ჩრდილოეთით  უფრო  ძლიერი თოვაა მოსალოდნელი.  ეს არის ყველაზე დიდი კატასტროფა ქვეყანაში 1939 წლის შემდეგ, განუცხადა ჟურნალისტებს თურქეთის პრეზიდენტმა თაიფ ერდოღანმა.    

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი