თურქეთში 7.9 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა

06 თებერვალი 2023, 12:04 1022 ნახვა

იზრდება თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი, ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 300-ზე მეტი ადამიანი,  2 ათასზე მეტი კი დაშავებული. უცნობია   ნანგრევებში  მოყოლილთა რაოდენობა. 

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით,  7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა ადგილობრივი დროით 4 საათისთვის, 17,9 კილომეტრის სიღრმეზე ქალაქ გაზიანტეპთან მოხდა. თურქი სეისმოლოგების ინფორმაციით, რამდენიმე წუთის შემდეგ რეგიონში მიწისძვრა განმეორდა.  

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ  მიწისძვრამ დააზარალა 10 ქალაქი: გაზიანთეპი, კაჰრამანმარასი, ჰატაი, ოსმანიე, ადიამანი, მალატია, შანლიურფა, ადანა, დიარბაკირი და კილისი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა როგორც დედაქალაქ ანკარასა და თურქეთის სხვა ქალაქებში, ასევე კვიპროსში, ლიბანსა და სირიაში.

თურქეთის წითელი ჯვრის ორგანიზაცია  დაზარალებული რეგიონის დასახმარებლად რესურსების მობილიზებას ახდენს. თურქეთი მზად არის მიიღოს საერთაშორისო დახმარება. თურქეთი მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე აქტიურ სეისმურ ზონაში მდებარეობს.

1999 წელს 17 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე იზმითის რეგიონში ძლიერი მიწისძვრის შედეგად.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი