კანადამ უკრაინაში პირველი საბრძოლო ტანკი Leopard 2 უკვე გაგზავნა. ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრი „ინსტაგრამის“ საკუთარ გვერდზე იტყობინება. დასძინა, რომ კანადა "უკრაინელი ხალხის გვერდით დგას".
გასულ კვირას კანადამ პირობა დადო, რომ უკრაინას Leopard 2-ის 4 ტანკს მიაწვდის.