სერია ა-ს ოფიციალურმა გვერდმა იანვრის თვის საუკეთესო გოლად, კვარაცხელიას გადაცემით ოსიმენის გატანილი გოლი დაასახელა.
ქართველმა როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივად ითამაშა და მარცხენა ფლანგიდან ოსიმენს ბურთი გადაუგდო, ნიგერიელმა კი გადაცემა შესანიშნავად დაამუშავა და რომას მეკარეს რუი პატრისიოს შანსი არ დაუტოვა.
„სტადიო დიეგო მარადონაზე“ „რომასთან“ დაპირისპირებაში ნიგერიელმა თავდამსხმელმა სეზონში მე-14 გოლი გაიტანა.