კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა - უკრაინული მედია

02 თებერვალი 2023, 10:10 366 ნახვა

უკრაინაში, დონეცკის ოლქის ქალაქ კრამატორსკში სარაკეტო თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა - ინფორმაციას უკრაინული მედია დონეცკის ოლქის პოლიციაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ისკანდერის ტიპის რაკეტა საცხოვრებელ ზონაში ჩამოვარდა.

არსებული ინფორმაციით, სულ მცირე 8 საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა და ერთი სრულიად განადგურდა. ვარაუდობენ, რომ ნანგრევებში ადამიანები არიან.

მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ სამძებრო-სამაშველო დანაყოფები. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში