უკრაინა ბრძოლის ველზე რუსეთის რევანშისთვის ემზადება - ზელენსკი

01 თებერვალი 2023, 11:05 538 ნახვა

უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა მუშაობს ყველა ძირითადი ოპერატიული მიმართულებით არსებულ სიტუაციაზე და უკვე პასუხობს რუსეთის მიერ რევანშის მცდელობისთვის მზადებას. 

ინტენსიური ბრძოლების მიუხედავად,  აღმოსავლეთ უკრაინაში ფრონტის ხაზები ძირითადად უცვლელი რჩებოდა ნოემბრის  შემდეგ, რაც კიევმა დაიბრუნა ტერიტორიის ნაწილი 2022 წლის მეორე ნახევარში.  თუმცა ბოლო დროს ბრძოლის ველზე  ფორტუნა  რუსეთის მხარეზეა, რადგან მან პირველად მიაღწია წინსვლას 2022 წლის ზაფხულის შემდეგ.

სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ მოსკოვს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს წინ წაიწიოს მომდევნო თვეებში, სანამ კიევი კონტრშეტევისთვის ასობით დასავლურ საბრძოლო ტანკს და ჯავშანტექნიკას მიიღებს.   

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი