ისრაელში მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მონაწილეები პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებულ სასამართლო რეფორმას აპროტესტებდნენ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ეს ყველაზე დიდი აქცია იყო, რომელშიც 110 ათასი ადამიანი მონაწილეობდა.
დემონსტრანტებმა ასევე კოალიციური მთავრობის გადადგომაც მოითხოვეს. ისინი აცხადებენ, რომ ისრაელში მმართველობის სისტემას საფრთხე ემუქრება.
მთავრობის ოპონენტების თქმით, ისრაელის მოქალაქეები დაიცავენ სასამართლოებს, პრემიერის წარმოდგენილი რეფორმა კი მის დამოუკიდებლობას საფრთხეს უქმნის.
„ბიბისის“ ცნობით, პრემიერ მინისტრს კოალიციური მთავრობის მიერ ინიცირებული რეფორმა მისცემს საშუალებას მთავრობას, უგულებელყოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებული სასამართლოს გადაწყვეტილებები.