პერუში საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ისტორიული შენობა დაწვეს

21 იანვარი 2023, 14:12 509 ნახვა

პერუში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.  მონაწილეებმა ისტორიული შენობა დაწვეს.

თითქმის საუკუნოვან შენობას ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როდესაც პერუს დედაქალაქ ლიმაში დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა. ისინი პრეზიდენტის, დინა ბოლუარტეს გადადგომასა და რიგგარეშე არჩევნების გამართვას ითხოვენ.

საპროტესტო გამოსვლების დროს დაშავდა 58-ზე მეტი ადამიანი, მათი  ნაწილი საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში