უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება - აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსი

21 იანვარი 2023, 10:52 532 ნახვა

აშშ-ს არმიის გაერთიანებული შტაბის უფროსის, გენერალ მარკ მილის ინფორმაციით, რუსული არმიის დანაკარგები მნიშვნელოვნად აღემატება 100 000-ს. განცხადება ამის შესახებ გენერალმა გერმანიაში, რამშტაინის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

ამერიკელმა გენერალმა პუტინის „ნაწილობრივ მობილიზაციაზეც“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ  რუსეთს  300 000 ადამიანის მობილიზება სურდა, თუმცა მისი აზრით, 200 000-დან 250 000-მდე ადამიანის შეკრება მოახერხეს. მისივე განცხადებით, უკრაინაში რუსეთის ომი, სავარაუდოდ, მოლაპარაკებით დასრულდება.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი