ომი უკრაინაში

20 იანვარი 2023, 10:29 399 ნახვა

უკრაინაში მძიმე ბრძოლები გრძელდება.   გვიან ღამით დაიბომბა ზაპოროჟიეს ოლქი, მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  უკრაინის შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 9 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელა. მტერი თავის ძირითად ძალებს ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით აძლიერებს. 

უკრაინის თავდაცვის ძალებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკის ოლქის მიმართულებით. დაიბომბა ხარკოვის ოლქის რამდენიმე დასახლება.

გენშტაბის ცნობით, ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთი ფარული მობილიზაციისთვის ემზადება და დაიწყო მოქალაქეების სამხედრო კომისარიატებში გამოძახება.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევროპის ბევრი ქვეყანა მზად არის უკრაინას ტანკები გადასცეს, თუმცა მათი მწარმოებელი ქვეყნების ნებართვებს ელოდება. მან მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც იცავს მშვიდობას უკრაინასთან ერთად.

ანა ვაშაყმაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში